საქობოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
12-02-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით, დიდი მეფის ღვაწლი აღნიშნეს. 

საკოლაში გაიმართა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. IX კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია და წარმოადგინეს თემები დავით აღმაშენებლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. V-VI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი. VII კლასში კლასის ხელმძღვანელ მანანა გეჯაძესთან ერთად ჩატარდა გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს დიდი მეფისადმი მიძღვნილი ლექსები, დახატეს თემატური ნახატები და წამოადგინეს კედლის გაზეთი. 

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დიდი მეფის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე ხოტბა შეასხეს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203