ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები სიხარულით შეუერთდნენ საერთაშორისო გზავნილს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
12-02-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მომავალი თაობის წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მე-4 კლასში გამართული აქტივობაც. 

მოსწავლეები მსოფლიო გზავნილს „იკითხე ხმამაღლა,შეცვალე მსოფლიო“ შეუერთდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ხალისით გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ნაწარმოებები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები, გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის, ცოდნის შესახებ, შექმნეს საყვარელი პერსონაჟები.

„მნიშვნელოვანია, ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნები, იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარებიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203