საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ნახეს
11-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე ზრუნავენ. სკოლაში კარგად იციან, რომ თეატრალურ ნაწარმოებებთან შეხვედრა ბავშვს თვალსაწიერს უფართოებს, წარმოსახვის უნარებსა და ესთეტიურ ხედვას უვითარებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის იოანე ზედაზნელის სახელობის X კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ თამთა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო მიზნით იმყოფებოდნენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლზე.

მოსწავლეებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები, სახელწოდებით - „თეთრი ბაირაღები“

️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203