წყემის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიტა მაკალათია დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
11-02-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

აბაშის საგანმანათლებლო ორგანიზებით, 7 თებერვალს, ჩატარდა კონფერენცია - „ვილაპარაკოთ დავით აღმაშენებელზე“, რომელშიც აბაშის მუნიციპილატიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა მე-8 კლასის მოსწავლე მარიტა მაკალათია, პედაგოგ ნათია ბოჭორიშვილთან ერთად. 

მოსწავლემ PowerPoint-ის დახმარებით საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა, დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა და მის ღვაწლს ქართველი ენის წინაშე ხოტბა შეასხა. 

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203