
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია საახალწლო ღონისძიება, რომელმაც ზღაპრული განწყობა დაატრიალა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს სიხარული გაუზიარეს და დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაიწერა.
იხილეთ ფოტო: