საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანეს
11-02-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქობოს საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშისნება სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო მნიშვნელობის დღეები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებას.

ამჯერად, საქობოს საჯარო სკოლის პედაგოგის, ეკა კოკილაშვილის ინიციატივით სკოლაში საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქობოს მოსწავლეები იმ მილიონობით ადამიანს შეუერთდნენ, რომლებიც წიგნს ხმამაღლა კითხულობენ და კითხვის პოპულარიზაციას ეწევიან, 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!" - სწორედ ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება პლანეტის 100-ზე მეტი ქვეყანა. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ წიგნის კითხვის მნიშვნელობა და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203