დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა
11-02-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები და დირექცია, ყოველთვის ცდილობენ მოსწავლეებს მისცენ საფუძვლიანი განათლებადა იმავდროულად, ფეხი აუწყონ თანამედროვეობის მოთხოვნებს, თუმცა მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიას ეპოქალური დეტალების დონეზე ასწავლიან და პატრიოტული სულისკვეთების მქონე, ღირსეულ მოქალაქეებს უკვალავენ გზას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ამჯერად, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა დავათ აღმაშენებლის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო, მრავლისმომცველი პრეზენტაცია წარმოადგინეს, დეტალურად უამბეს დამსწრე საზოგადოებას რა გზებითა და მეთოდებით შეძლო დიდმა მონარქმა საქართველოს გაერთიანება.

აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა საკითხი სიღრმისეულად დაისწავლეს და თანატოლებს არაერთი საინტერესო ფაქტი გაუზიარეს დავით აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობიდან.

ღონისძიების ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203