იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
11-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას. სწორედ ამიტომ სასწავლო პროცესი დატვირთულია სხვადასხვა ტიპის აქტივობებით, მათ შორისაა გაეროს და სხვა სხვა საერთაშორისო საზოგადოებების მიერ დაწესებული დღეები რომელიც სხვადასხვა თემატიკას უკავშირდება.

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ყურადღების მიღმა არც 11 თებერვალი, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე დარჩენიათ. სკოლის, მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით გამარტეს პრეზენტაციები მათ თანატოლებს გააცნეს ის ქალი მეცნიერები რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამა თუ იმ სამეცნიერო მიმართულებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას ქალების მნიშვნელოვან როლს მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში, ასევე ეს არის მოტივაცია გოგონებისთვის სამომავლოდ აირჩიონ სამეცნიერო კარიერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203