ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „დავით აღმაშენებელი - დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი“
11-02-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში დირექტორის ქალბატონი თამარ კაპანაძის თანადგომით, საზოგადოებრივი კათედრის წევრების: ირმა ყეინაშვილის, სოფიკო ბიწაძის, ლილი კუპატაძის ინიციატივითა და მე-10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „დავით აღმაშენებელი - დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი“.

კონფერენციამდე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში ხათუნი ასანიძის დახმარებით ჩატარდა საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის გაკვეთილები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში. ისინი ისმენდნენ, საუბრობდნენ და აფასებდნენ დავითი IV-ეს როგორც მეფეს, პიროვნებას და პოლიტიკოსს.

„დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის შემდეგ კვლავ ამაყობს ქართველი ერი მისით. მან სულ რაღაც 16 წლის ასაკში ჩაიბარა ურთულესი მემკვიდრეობა, მაგრამ დიდი დიპლომატიის, თავდაუზოგავი შრომის, შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის წყალობით დაასრულა საქართველოს გამთლიანება, მაჰმადიანურ კოალიციურ არმიაზე დიდგორის ველზე მოპოვებული „ძლევაი საკვირველის“ შემდეგ საქართველოს ხსენება შიშის ზარს სცემდა ჩვენს მტრებს. დავით მეფემ შთამომავლობას დაუტოვა ფეხზე მყარად მდგარი, გამთლიანებული და რეგიონში ავტორიტეტული საქართველო. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე შედგა, გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ საქართველოს სასიქადულო შვილს - დავით აღმაშენებელს“- განაცხადა დირექტორის მოადგილემ და ისტორიის პედაგოგმა ირმა ყეინაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203