
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას პრაქტიკულ სამუშაოებს, საინტერესო ექსპერიმენტებსა და ცდებს მიმართავენ, რადაგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ამის ნათელი მაგალითია ბუნებისმეტყველების სახალისო გაკვეთილი, რომლის თემა იყო ცისარტყელა.
მოსწავლეებმა საინტერესო ცდა ჩაატარეს, შეისწავლეს თუ არა არის ცისარტყელა, როგორ წარმოიქმნება და დაამტკიცეს რომ მზის სხივს შვიდი ფერი აქვს.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო