აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
11-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აღნიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

8 თებერვალს, დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, აზმანის საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტეტესო პრეზენტაცია, წმინდანად შერაცხული მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 

პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დიდი მეფის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203