
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო წაკითხული წიგნის - ასტრიდ ლინდგერნის - „პეპი გრძელწინდას“ განხილვა.
მე-2 კლასელებმა ერთმანეთს უამბეს მათთვის საინტერესო, სასაცილო ამბები. გაიმართა დისკუსია პეპის თვისებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პატარებმა ერთმანეთს მისცეს რჩევები, წარადგინეს მათი თვალით დანახული და დახატული პეპის პორტრეტები.
მეორე კლასის ხელმძღვანელი რიტა კეთილაძე გახლავთ, სკოლის ბიბლიოთეკარი კი სალომე არქანია.
აღსნიშნავია, რომ აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.
იხილეთ ფოტოები: