ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეთა გუნდის პროექტმა - „საბუნებისმეტყველო ლაბორატორია“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა 
11-02-2025

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა. სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. 1000 ევროიანი დაფინანსებთ, კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიღმისეული სწავლებისთვის საინტერესო პროექტი განხორციელდება.

ქალაქ ოზურგეთში ჩატარდა სკოლების პროექტების კონკურსი - „მწვანე გურია-ადგილობრივი დემოკრატიისა და სკოლის განვითარების მხარდაჭერა“, რომელიც განხორციელდა CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, გერმანული ფონდის - „Brot fur de weft“ და GlobaL PIaTForms“ - ის მხარდაჭერით.

ლანჩხუთის მოსწავლეთა გუნდის მიერ წარდგენილმა პროექტმა - „საბუნებისმეტყველო ლაბორატორია“ 1000 ევროიანი გრანტი დაისაკუთრა.

გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: დათო ჭყონია, სალომე ფირცხლაიშვილი და მარიან გოროზია.

გუნდს მენტორობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ ჩიჩუა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203