ჩოლურის საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
11-02-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღნიშნული მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

10 თებერვალს ჩოლურის საჯარო სკოლის მასწავლებლის - მზისა ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეები. ღონისძიება იყო ძალიან სახალისო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებს აუმაღლდათ თვითშეფასება და მოტივაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203