
წიგნის კითხვის საერთაშორისო კვირეულში ყოველწლიურად ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნიდან 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და საამაყოა, როდესაც ამ მიმართულებით საქართველოს სკოლები განსაკუთრებით აქტიურობენ.
ახლახან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მარტუნის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო, მრავალმხრივი აქტივობები მიეძღვნა, რომლებშიც მე-2, მე-3, მე-6 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ქართული ენის პედაგოგის, გურამ მურმანიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო და საინტერესოდ წარიმართა.
„მოსწავლეებმა ინდივიდუალურად და წყვილებში ხმამაღლა წაიკითხეს ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, კითხვა-პასუხის საშუალებით კი სრულად ამოწურეს წაკითხულის შინაარსი; აქტივობა კი მოსწავლეთა შეფასებითა და თვითშეფასებით დასრულდა“, - ნათქვამია მარტუნის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.