„ძლევაი საკვირველი“ - კორტანეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
11-02-2025

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით დიდი მეფის ღვაწლი გაიხსენეს. 

„დავით აღმაშენებელი - „ძლევაი საკვირველი“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„თუ მსოფლიოს რომელიმე ერს ისტორია გააჩნია, ერთ-ერთი ჩვენ, ქართველები ვართ. თუ ვინმეს დიდი ადამიანები ჰყოლია, არც  ქართველები ვართ ამ მხრივ უბირნი. თუ საქართველოს ისტორიას სამ ეტაპად დავყოფთ, იქნება: დასაბამიდან დავით აღმაშენებლამდე, დავით აღმაშენებლიდან ილია ჭავჭავაძემდე და ილია ჭავჭავაძიდან დღემდე“,- აღნიშნა ღონისძიებაზე ისტორიის პედაგოგმა - ინგა ლებანიძემ და მოსწავლეებს ესაუბრა დავითის სახელმწიფოებრივი სიბრძნის, მთავარსარდლური გამჭრიახობის, გულადობისა,  ფილოსოფიური განსწავლულობის და აზროვნების, პოეტური აღმაფრენის და ზნეობრივი სიწმინდის შესახებ.

მოსწავლეები ჩაერთნენ არაერთ აქტივობაში:

• გამოაქვეყნეს პოსტერი: „ძლევაი საკვირველი“;

• გაიმართა მინი ლექცია: „დავითის როლი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“;

• ,„დავითი - ლიტერატურულ შემოქმედაებაში“;

• მოეწყო გამოფენა-დათვალიერება - „დავითის ეპოქა“;

• გაიმართა ფილმის - „დავით აღმაშენებელი“ ჩვენება. 

მოსწავლეებმა დიდი მეფის ცხორებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...