საქობოს საჯარო სკოლის მე-11 კლასელმა სალომე კუტიბაშვილმა სამბოში, საქართველოს პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
11-02-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჟამად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის სალომე კუტიბაშვილის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სამბოში საქართველოს პირველობა გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდა საქობოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილი, რომელმაც ღირსეულად იასპარეზა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ სპორტსმენს გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალ შეჯიბრებებში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203