ნიჩბისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯავახიშვილი საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
11-02-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოტივრებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-6 კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ ჯავახიშვილის წარმატება, რომელმაც „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაზე ბრწყინვალედ იასპარეზა. 

მე-6 კლასელი დამსახურებული დიპლომითა და სპეციალური საჩუქრით საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203