გუმბათის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს კვირეული მიეძღვნა
11-02-2025

უწიგნოდ, რომ თვალთახედვის ისარი მოკლეა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მასწავლებლები ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას ასწავლიან, მათი თვალსაწიერის გაფართოებასა და წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქრიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, გზავნილს „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“  სკოლის მე-5 კლასელები ხალისით შეუერთდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს გამოეხმაურნენ. მოეწყო კვირეული, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს:

  • ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები;
  • ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები;
  • გაუცვალეს ერთმანეთს წიგნები და დაგეგმეს მომავალი შეხვედრა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203