ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს
10-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

მე-5 კლასელებმა ამ გამორჩეულ თარიღთან დაკავშირებით შეისწავლეს ქართველი პოეტების ლექსები მიძღვნილი საქართველოს საამაყო მეფის - დავით აღმაშენებლისადმი

მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ანა კალანდაძის ლექსმა -  „ფეხი დამდგით, გულზე დამდგით“. მოსწავლეებმა ასევე იმღერეს „საქართველოს  იავნანა “. შექმნეს პლაკატი - „ჩემო საქართველო“.  

„საქართველოს და ქართველი ხალხის უძველესი ისტორია ვაზთან არის დაკავშირებული. საქართველოსთვის  თავდადებული მეფეები, რომლებიც საქართველოსთვის თავს სწირავდნენ წმინდანნი არიან. ერის ისტორია ერის სიმდიდრეა. ჩვენი ისტორია უკვდავია, ჩვენი საქართველო კი თავდადებული გმირების მშობელი“,- აღნიშნავენ მოსწავლეები, რომელთაც სწორედ ეს აზრი ჩააქსოვეს პლაკატში და ზედ სიმბოლურად ვაზი გამოსახეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203