ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ხელნაკეთი წიგნის პრეზენტაცია მოაწყვეს
10-02-2025

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე თებევრალში აღინიშნება, სადაც მილიონობთ ადამიანი მონაწილეობს. მთავარი მიზანი კი წიგნის კითხვით ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატივრთული ღონისძიება მიეძღვნა წიგნის კითხვის კვირეულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ეწერის საჯარო სკოლაში.

ადგილობრივმა მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წაიკითხეს ამონარიდება სხვადასხვა ნაწარმოებიდან და ისაუბრეს საყვარელ წიგნებზე.

„ასევე გაიმართა ხელნაკეთი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ქეთევან დედოფლის ხსოვნას მიეძღვნა. აღნიშნულ წიგნზე სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა იმუშავეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203