ქსოვრისის საჯარო სკოლის III-IV კლასების მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნეს
10-02-2025

თებერვალში წიგნის საჯარო კითხვის საერთშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ასეთ დროს მოსწავლეებს  შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ, ერთად აღნიშნონ წიგნის ხმამაღლა კითხვის დღე და თავადაც შეიტანონ წვლილი თანატოლებში კითხვის პოპულარიზაციაში.

ამ მხრივ გამონაკლისი არც მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც წიგნიერების დონის ამაღლებას შთამბეჭდავი და ემოციური აქტივობები მიეძღვნა.

III და  IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ელენე ბრაჭულისა და ნატო კელეპტრიშვილის ხელმძღვანეობით, ჯგუფურად წაიკითხეს საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები, იმსჯელეს წაკითხულის შესახებ და დასკვნებიც გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა აქტივობამ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. „დირექცია მადლობას უხდის  III და  IV კლასის ხელმძღვანელებს ელენე ბრაჭულს და ნატო კელეპტრიშვილს აქტიურობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203