
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა.
ღონისძიება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა, მათ ძალიან საინტერესოდ გადმოსცეს მეფე დავითის მოღვაწეობა და როლი საქართველოს „აღმშენებლობაში“.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ისტორიისა და ქართული ლიტერატურის მასწავლებლები - ხათუნა გოგოლაირი და ნინო ფარცახაშვილი.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: