ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, მეორე ადგილი დაიკავა
10-02-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამორჩევიან და წარმატებაც სახეზეა. 

მე-6 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა „კინგსის“ სასწავლო ოლიმპიადაზე ინგლისურ ენაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და დაიმსახურა პირველი ხარისხის დიპლომი, „კინგსის“ სუპერ ფინალში, ლიგაზე მიღებული საუკეთესო შედეგით კი ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით დაიკავა მეორე ადგილი.

იგი დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზით, მათ შორის „კინგსის“ გამარჯვებულთა ბანაკის საგზურით და ისვენებდა ბაკურიანში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ყოველი წარმატებული მოსწავლე სკოლის სიამაყეა და ჩვენც დიდი სიამაყითა და სიყვარულით ვულოცავთ ნიკოლოზს ამ გამარჯვებას! წარმატებულ, ნათელ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ ბიჭს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203