
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სკოლის მე-7 და მე-8 კლასებში მიეძღვნა საინტერესო ინგლისურენოვანი აქტივობა.
აქტივობა პედაგოგ მაია კანკავას ხელმძღვანელობით მოეწყო და საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს აზრები საინტერესო ფაქტების შესახებ წიგნების სერიიდან Discovery Education. წაკითხულის შინაარსი გრაფიკულად გამოსახეს ფლიპჩარტებზე, რასაც თან დაურთეს მთავარი სათქმელი და წარუდგინეს კლასს პრეზენტაციის სახით.
აქტივობა მოსწავლეთა შეფასებით მოულოდნელი, საინტერესო და ამავდროულად სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები: