ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
7 თებერვალს, აფნიის საჯარო სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ, წიგნის კითხვის სიხარული ეთმანეთსა და პედაგოგებს გაუზიარეს, ხმამაღლა, საჯაროდ წაიკითხეს ფრაგმენტები მათთვის გამორჩეული სხვადასხვა ავტორის ლიტერატურული ტექსტებიდან და დისკუსია გამართეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: