„დავით აღმაშენებლის პოლიტიკა - საქართველოს სამეფოს ძლიერების ხანა“ - ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლექტორის მოხსენება მოისმინეს
10-02-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მათ შორის, დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში, ადმინისტრაციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) მიწვევით, ლექტორმა გიორგი ქავთარაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე - „დავით აღმაშენებლის პოლიტიკა— საქართველოს სამეფოს ძლიერების ხანა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  შესავალში მომხსენებელმა ისაუბრა ისტორიის, როგორც საგნის დანიშნულებაზე. „ისტორია გვათავისუფლებს საკუთარი ეპოქისადმი გაუცნობიერებელი დამოკიდებულებისაგან“ - ეს იყო მთავარი გზავნილი. 

მოხსენების ძირითად ნაწილში ხაზი გაესვა შემდეგ საკითხებს: მეფე დავითის საშინაო პოლიტიკა - მიგრირებული მოსახლეობის დაბრუნება, არისტოკრატიის ცენტრალურ მმართველობასთან დაქვემდებარება, საგანმანათლებლო პოლიტიკა, სასამართლოების დაწესება და სამხედრო რეფორმები.  

საგარეო პოლიტიკა  - თურქ-სელჩუკებისა და ბიზანტიის გავლენის შემცირება, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეკონომიკური რეფორმები.

პოლიტიკური თეოლოგია მეფე დავითთან - მმართველობა, როგორც სამართლიანობის ინსტრუმენტი და ქმედებითი სულიერების, როგორც ადამიანთა მსახურების ფორმა.

ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მაღალკლასელები, პედაგოგები და დირექცია. 

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის და აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203