საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში თამბაქოს მავნე გავლენის შესახებ საინტერესო ლექცია ჩატარდა 
10-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სათანადო ყურადღება ექცევა. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში ჩატარდა ლექცია თემაზე - „თამბაქოს მავნე გავლენა“.

ლექციას, რომელსაც კითხულობდა, ლექტორი შოთა ოდიშვილი, ესწრებოდნენ გიმნაზიის მე-7, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.

მოზარდებისთვის ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

„თამარ მეფის გიმნაზია მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების კლასგარეშე საკითხების განათლებაზე და ყოველთვის საინტერესო ადმიანებთან შეხვედრას უზრუნველყოფს მათთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიბას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203