ჩხორიის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
10-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ. 

5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ჩხორიის საჯარო სკოლა წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.

მოსწავლეებმა შექმნეს ვოდეორგოლი, ელექტრონული პოსტერები, პლაკატები, ბუკლეტები, წიგნის სანიშნეები.

მოზარდები ასევე ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, წაიკითხეს მოთხრობები.

უფროსკლასელებმა მე-2 კლასელებს წაუკითხეს მოთხრობები. ასევე, გადავიდნენ საბავშვო ბაღში და ბაღის აღსაზრდელებს წაუკითხეს წიგნები. 

ბავშვები სოფლის ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203