კაცხის საჯარო სკოლაში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
10-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

მათ შორის, 7 თებერვალს, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: 

  • დავითის პიროვნება;
  • დავითის საეკლესიო რეფორმა;
  • საგანმანათლებლო რეფორმა;
  •  დიდგორის ბრძოლა - „ძლევაი საკვირველი“.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. ბავშვებმა დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და მის შესახებ ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც მოიძიეს. 

ღონისძიება ბავშვებმა გაალამაზეს ლექსებითა და ილუსტრაციებით. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღნიშნება. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203