
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილები განსაკუთრებით მხიარულია.
პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესოსთან ერთად სახალისო აქტივობებით ანებივრებს. სიცოცხლით სავსე გაკვეთილები კი მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ამის ნათელი მაგალითია მე-2 კლასელთა მუსიკის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყოჩაღე გამოიჩინეს, იმღერეს, იცეკვეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: