საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს 
10-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის II კლასის (დამრიგებელი ლია შარიქაძე) და II კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნარგიზა შელია) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში თემატურად შესწავლილი „პინოქიოს თავგადასავალი“ წაიკითხეს.

მოსწავლეებისთვის დღემ საინტერესო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებმა შეიყვარონ წიგნის კითხვა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203