ლამბალოს საჯარო სკოლის წიგნადი ფონდი გამდიდრდა
07-02-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის წიგნად ფონდს მხატვრული ლიტერატურა შეემატა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სკოლას ესტუმრნენ და მხატვრული ლიტერატურა გადასცეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და მისმა მოადგილემ - მირიან ხოსიტაშვილმა.

ასევე, სკოლაში უმასპინძლეს არაქართუენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერს - ნინო ბერიკაშვილსა და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლელა ფანოზიშვილს.

სკოლაში სტუმრებს სიხარულით დახვდნენ და საჩუქრისთვის მადლობა გადაიხადეს. 

„მადლობა მათ საოცარი და დაუვიწყარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...