იანეულის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
07-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. ამ გამორჩეულ თარიღს საჯარო განხილვა მიეძღვნა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს დავით აღმაშენებლის მეფობასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები. განიხილეს რა რეფორმები გაატარა მეფემ ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ყურადღება გაამახვილეს მის საგარეო პოლიტიკასა და დიდგორის ბრძოლაზე.

მოსწავლეებმა თვალსაჩინოებისთვის მიმართეს ვიდეო-რესურსებსაც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურა დავით აღმაშენებელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 

ღონისძიება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესოდ ჩაიარა.

დავით აღმაშენებლის ხსენების 8 თებერვალს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203