
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის, მოსწავლეები აქტიურად გამოეხმაურნენ ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს.
თავდაპირველად, თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დაამზადეს ბარეთები, რომლებშიც გამოხატეს თავიანთი სითბო და სიყვარული ქეთევან დედოფლის მიმართ.
შემდეგ კი მოეწყო ბარათების გამოფენა, რაც დაგვირგვინდა წიგნის შექმნით. კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გულმოდგინედ იმუშავეს წიგნზე, რომელშიც მარგალიტებივით აკინძეს სიყვარულით შექმნილი ბარათები, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკაში.
იხილეთ ფოტო: