ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
07-02-2025

ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადრება ეთმობა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

უამრავი სტრიქონი, ფრაზა, აზრი და ნაწყვეტი გაჟღერდა სკოლის კედლებში: მაღალი კლასის მოსწავლეები ცდილობდნენ საყვარელი წიგნისა თუ პერსონაჟის მიმართ ინტერესი გასჩენოდა პატარა მსმენელს.

„ბევრი წავიკითხეთ, სად არ ვიმოგზაურეთ, რა ჟანრს არ შევეხეთ, ზოგან ვიცინეთ, ზოგან სევდამ და თანაგრძნობამ შეგვიპყრო, ზოგან მარადიულმა ღირებულებებმა „აღგვამაღლეს“, ზოგან ზღაპრული სამყაროს გმირების თანამებრძოლებად და იდეალების გამზიარებლებად ვიგრძენით თავი...უხსოვარ დროსა და უთვალავ ფერთა სამყაროში მოგზაურობას ბოლო არ უჩანდა... ბევრმა წუთმა გაიფრინა წაკითხულის შთაბეჭდილებების გაზიარებაში, საყვარელი წიგნის უპირატესობის მტკიცებაში, და ასე გავხდით „ოდნავ უკეთესი და უფრო ჭკვიანი, ვიდრე ვიყავით“ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა წიგნის ძალამ თავის ჯადოქრობასა და უძლეველობაში ...“,- გვიყვებიან სკოლაში და წიგნიერების სამყაროში მოგზაურობასა და ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას აგრძელებენ, პატარა მოსწავლეებს კი მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგობენენ. 

„მადლობა ყველას, ვინც წიგნიდან მიღებული სიმდიდრე სხვებს დაუნანებლად უწილადა“,- დასძენს ღონისძიების ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203