ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
07-02-2025

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო ინიციატივას აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა საჯაროდ წაიკითხეს, ხმამაღლა კითხვის სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 

მოსწავლეებმა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და გამართეს დისკუსია.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან მუშაობის ფასილიტატორმა - ზაირა ტყაბლაძემ.

აღსანიშნავია, რომ წიგნის კითხვის მნიშვნელობას მოსწავლეები ნათლად აცნობიერებენ, რადგან მასწავლებლები მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203