ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
07-02-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ამის ნათელი მაგალითია მე-3 კლასში ჩატარებული საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯარებული გაკვეთილი. 

გაკვეთილის თემა იყო - „ბოსტნეული“. პედაგოგმა ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში ჩართო და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა დახატეს ბოსტნეული, დამარცვლეს სიტყვები, ასო-ბგერებით ააწყვეს ამა თუ იმ ბოსტნეულის სახელი და მათი საყვარელი ბოსტნეულიც ჩამოწერეს. 

გაკვეთილი ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203