ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
07-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს კითხვის კულტურას ასწავლიან. 

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, მოსწავლეები და პედაგოგები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშნვნას შეუერთდნენ. 

ბავშვებმა ისაუბრეს საყვარელ წიგნებზე და წაიკითხეს საინტერესო მონაკვეთები არჩეული ლიტეტატურიდან, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და გემოვნების ნაწარმეობები.

ღონისძიება საინტეტესოდ და ემოციურად წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ და მონაწილეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს წაკითხულით და მოსმენილით.

„წიგნი არის წარმატების გასაღები ეს არის შესაძლებლობა გახადო ცხოვრება უკეთესი..დაისახეთ წიგნების კითხვა მიზნად და დარწმუნდებით, რომ ეს ის მიზანია, რომლისაკენ სწრაფვა ღირს“,- აღნიშნა ღონისძიებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და  ღონისძიების მონაწილეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203