უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
07-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ, მათი შერჩეული ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ უჩმანის საჯარო სკოლაში მხატვრული ლიტერატურის კითხვის წასახალისებლად არაერთი ღონისძიება იმართება. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203