საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა შესწავლილი ნაწარმოებების ინსცენირება მოაწყვეს
07-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართევან და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთი მოსულიშვილი), კლასში, ქართულის გაკვეთილზე შესწავლილი ნაწარმოებების ინსცენირება წარმოადგინეს. 

პატარებმა როლები ოსტატურად მოირგეს, თეატრალური ხელოვნების დახმარებით ნაწარმოები უკეთ გაიაზრეს და სამსახიობო ნიჭიც წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და ამ მიზნით ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203