თბილისის N103 სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა 
07-02-2025

უწიგნოდ თვალთახედვის ისარი, რომ მოკლეა თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი თვალსაწიერის გაფართოებასა და წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლა წიგნის კითვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

მე-6გ და მე-7ა კლასის მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები. ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები. გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის, ცოდნის შესახებ.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებელი ნინო ოკრიბელაშვილი და ბიბლიოთეკარი კატო ბერაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203