კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
07-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

5 თებერვალს, სკოლაში წიგნიერების დღესასწაული იზეიმეს. 

„კითხვა ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის. კითხვა არის ოცნების, ფიქრის, აზროვნების და სულის ფრენის საშუალება, კითხვა არის ფანჯარა, რომლითაც ბავშვები ხედავენ და იცნობენ სამყაროს და საკუთარ თავს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულსა და წიგნის კითხვის კულტურას აქტიურად ასწავლიან. 

მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

ღონისძიებას პედაგოგები - არფინე და ნარინე ბდოიანები ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203