გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
07-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზუნავენ და ბავშვებს წიგნის კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე გორელოვკის N3 საჯარო მე-3 კლასში განსაკუთრებულად აღინიშნა, აქტივობას შეუერთდნენ დაწყებითი კლასის სხვა მოსწავლეებიც, მათ განიხილეს და გაეცნენ ახალ ავტორებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისთვის აქტივობა აღმოჩნდა სახალისო და საინტერესო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203