„ისტორიები ცოცხლდება, როცა ხმამაღლა ვკითხულობთ“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაიუზიარეს
07-02-2025

კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულსა და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

5 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა აღინიშნა. 

ტრადიციულად, წელსაც, კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნიერების დღესასწაული ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, მოეწყო.

„ისტორიები ცოცხლდება, როცა ხმამაღლა ვკითხულობთ. თითოეულ სიტყვას თავისი რიტმი აქვს, თითოეულ პაუზას - საკუთარი მნიშვნელობა“,- აღნიშნეს მოსწავლე-მასწავლებლებმა და ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203