ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებლია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, შეასრულეს შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები.
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვენლოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ვიდეო: