იანაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავეს
06-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებაც სახეზეა. 

ახალახნ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“, სადაც სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება, მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებსა და VIII-IX კლასელთა პედაგოგებს. 

„მადლობა ბიბლიოთეკის მენეჯერს ქალბატონ მაია მელუას, წამყვან მარიტა კეკელიძეს, ბიბლიოთეკის მთელ შემოქმედებით ჯგუფს საინტერესო ღონისძიებისთვის. მადლობა ჟიურს, მერის პირველ მოადგილეს: ქალბატონ მაია კუტუბიძეს და მოადგილეს: ქალბატონ მაია პაიჭაძეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მადლობა მოსწავლეებს: ვიქტორ თოდრიას, ანდრია ცინცაძეს, დემეტრე თოდრიას, ნინო ცინცაძეს, მათე თავდგირიძეს, ლიზი კალანდაძეს. დამრიგლებლებს: ნონა ურუშაძეს და ზვიად კეკელიძეს. ისტორია, სამოქალაქო განათლებლის მასწავლებლებს: ზურაბ სიხარულიძეს და გიორგი გეგენავას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203