ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს სტუმრობდნენ
06-02-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს.

მუზეუმის ინტერიერი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, წარმოდგენილი იყო ძველი ფოტოები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალება, რონლითაც იქმნება ჩვენი ქვეყნის წარსული, ისტორია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობას შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ესაუბრა ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურის, მუსიკის, ფოტოხელოვნებისა და იქ გამოფენილი ნამუშევრების შესახებ.

„მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ღირებულებითი დამოკიდებულება ჩვენი კულტურის მიმართ“,- დასძენენ სკოლაში. 

გასვლით ღონისძიებას პედაგოგები - რუსუდან ბაბუნაშვილი და ელისო კიკვაძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203