ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წაიკითხეს, ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს და საკუთარი წვლილი შეიტანის წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში. ღონისძიების ორგანიზატორი კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი გახლდათ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.