
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ამის ნათელი მაგალითია, მე-53 კლასში ჩატარებული გაკვეთილი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი მანქანებით გამოთვლილი V=S÷T.
სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს გაკვეთილებს სხვადასხვა მეთოდითა და სტრატეგიით უმრავალფერონებენ, რაც მოწაფეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.